ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენცია

Home   /   ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენცია

ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენცია

ონლაინ კონფერენციის მთავარი მიზანია, მსოფლიოში არსებული კრიზისული პერიოდით გამოწვეული სირთულეების წარმოჩენა კრიზისის მართვის გამოცდილების გაზიარება და გადაჭრის გზების დასახვა გლობალურ დონეზე. ონლაინ კონფერენცია საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ ფინანსურ სექტორში მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ბუღალტრული და აუდიტორული ორგანიზაციების გამოცდილებას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების IFAC, ACCA, ICFM, IPAA, DFAA – წევრი ქვეყნები.

ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს ბუღალტერთა კავშირი, რომელიც წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა გაერთიანებას საქართველოში, რომლის მიზანია ფინანსური აღრიცხვის პოპულარიზაცია და წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: ➡️ https://bit.ly/2VsxZom

კონფერენციაში მონაწილე ყველა წევრი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed