ვაკანსია

Home   /   ვაკანსია

ოფის მენეჯერი-

კომპანია გუნდის ახალ წევრს ეძებს. თუ ხარ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და პოზიტიური, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  კომპანიის საკანცელარიო-ადმინისტრაციული პროცესის ოპერატიული დაგეგმვა და მართვა: კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება (მოძებნა, შეკვეთა, დასაწყობება, განაწილება და ა.შ.);
  •  გასული და შემოსული წერილების კონტროლი (ნუმერაციის მინიჭება, აღრიცხვა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, და ა.შ.);
  • კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა – დახვედრა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
  • საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის თარგმანით უზრუნველყოფა;
  •  საჭიროებისამებრ თანხების მოთხოვნა და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
  • სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
  • დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, მისი საქმიანობის ასისტირება კომპეტენციის ფარგლებში
  •  აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  მნიშვნელოვანია ინგლისური  ენის ცოდნა;
  •  MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

  •  შრომისმოყვარეობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
  •  დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
  •  ორგანიზებულობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed