გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა პროექტზე – „გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება IV კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსებზე მარტივი წვდომისთვის

Home   /   გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა პროექტზე – „გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება IV კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსებზე მარტივი წვდომისთვის

IV კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სამუშაო შეხვედრები იმართებოდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც მიზნად ისახავდა მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის გაცნობასა და დანერგვის ხელშეწყობას, რაც მაქსიმალური სარგებლის მომტანი იქნება მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის ბიზნესის განვითარების და ადმინისტრაციული პროცესების მინიმიზაციის თვალსაზრისით. 

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ,  ნიკოლოზ გაგუამ და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულმა. ღონისძიებაზე, სამსახურის წარმომადგნლებმა ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტი და თვითსწავლების სახელმძღვანელო წარადგინეს. ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე: „გამარტივებული სტანდარტის მოსალოდნელი სარგებელი საწარმოების შემდგომი განვითარებისთვის“.

პრეზენტაციას დაესწრენენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების წარმომადგენლები, პროფესიული ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების და ბენეფიციარების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

იხილეთ პრეზენტაცია შემდებ ბმულზე.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed