ხელი არასდროს ჩაიქნიო… ვინც იბრძვის მიაღწევს!

Home   /   ხელი არასდროს ჩაიქნიო… ვინც იბრძვის მიაღწევს!

ჩემი ისტორია ალბათ ბევრი თქვენგანისას ჰგავს. დავიბადე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სოხუმში. ოჯახის გადაწყვეტილებით, ომის შემდგომი ურთულესი პერიოდი გავატარე რუსეთში. საქართველოსადმი ძლიერმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა განათლება მიმეღო ქართულ ენაზე.სკოლის დამთავრების შემდგომ დავბრუნდი საქართველოში. 20 წლის ასაკში დავამთავრე საბუღალტრო კურსები. სამწუხაროდ მალევე ჩემს ოჯახში დატრიალდა ტრაგედია, დავკარგე მშობლები და დავრჩი მარტო საკუთარი თავის ანაბარა, თუმცა დაღმართს ყოველთვის მოჰყვება აღმართი. 24 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე ბუღალტრის დამხმარედ, ერთ-ერთ კომპანიაში. ეს სტიმული იყო ჩემთვის, უფრო ღრმად და ძირეულად შემესწავლა ბუღალტერია. თავდაუღალავი შრომის შედეგად იზრდებოდა ჩემი სტატუსი და პოზიცია. ამჟამად ვმუშაობ აუდიტორულ კომპანიაში მთავარ ბუღალტრად, ასევე აუთსორთზე ვემსახურები,ვუწევ კონსულტაციებს და ვმუშაობ ბუღალტრად. მყავს მეუღლე და ორი შვილი. შვილებს აუცილებლად ბრძოლას და მიზნისკენ სწრაფვას ვასწავლი.

მინდია ბერულავა

 

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed