ბუღალტერთა კავშირმა , Covid-19 -გამოწვევას ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით უპასუხა. 

Home   /   ბუღალტერთა კავშირმა , Covid-19 -გამოწვევას ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით უპასუხა. 

ბუღალტერთა კავშირი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც Covid-19 განპირობებულ ახალ რეალობას ონლაინ ტრენინგებით უპასუხა და კრიზისით გამოწვეული სტაგნაციის პერიოდში ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლება შესთავზა. პანდემიით გამოწვეულ საკარანტინო პერიოდში ბუღალტერთა კავშირმა ათზე მეტი უფასო ონლაინ ტრენინგი ჩაატარა და ათობით ბუღალტერს მისცა უფასოდ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.  უკვე 12 მარტს გადავერთეთ online-პლატფორმაზე და ჩავატარეთ ყველა დაგეგმილი ტრენინგი იხსენებს ბუღალტერთა კავშირის სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ახალაია. მივიღეთ გადაწყვეტილება და ტრენერებთან ერთად გადავრთეთ პროგრამების მოდერნიზაციაზე . საკარანტინო დღეებში ბუღალტერთა კავშირი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

 

 

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed