ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Home   /   ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სისტემური თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნეს კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით.

ურთიერთთანამშრომლობის შემოთავაზებული ფორმატი ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას და ერთობლივი ღონისძიებების გახორციელებას. მემორანდუმს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და ბუღალტერთა კავშირის დირექტორმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed