ბუღალტერთა კავშირის საახალწლო წვეულება.

Home   /   ბუღალტერთა კავშირის საახალწლო წვეულება.

2020 წ. 12 იანვარს, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები საახალწლო წვეულებაზე შევიკრიბეთ.წითელ ხალიჩაზე ყველა სტუმარი განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა.

საღამოს დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ ბუღალტერია ხალხის მტერი აღარაა. იღბლიან ფორტუნებში გათამაშებულმა პრიზებმა სადღესასწაულო განწყობა უფრო მეტად აამაღლა. გემოვნებიანი მუსიკით, სახალისო თამაშებით და მხატვრული ელემენტებით გაჯერებულ საღამოს უძღვებოდა არაჩვეულებრივი წამყვანი იოანე ქართველი. საღამოს მსვლელობისას მოხდა მადლობის სიგელების გადაცემა და სხვადასხვა ნომინაციებზე წარდგენილი სტუმრების დაჯილდოება . საახალწლო წვეულებაზე გადაღებული ფოტოები კიდევ დიდხანს გაგვახსენებს ამ საღამოს. ბუღალტერთა კავშირი თითოეულ სტუმარს მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და 2020 წელს კვლავ საინტერესო პროექტებს გპირდებათ .

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed