ბუღალტერთა კავშირის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის კანონმდებლობის შეფასებაში.

Home   /   ბუღალტერთა კავშირის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის კანონმდებლობის შეფასებაში.

13 მაისს, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კანონმდებლობის შეფასებაში.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბერძნეთში არსებული საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკის სამართლის ცენტრის (CIEEL) დაკვეთით, ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კანონმდებლობის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროექტს.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში არსებული გამოწვევების გამოსავლენად და შესაბამისი რეკომენდაციების შესამუშავებლად. პროექტი და მისგან მიღებული შედეგები დაეხმარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) შეაფასოს სფეროში განხორციელებული რეფორმები, ასევე უკეთ დაგეგმოს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები.პროექტის ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ორგანიზაციის წევრი ბუღალტრების და აუდიტორების მოსაზრებები.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed