ბუღალტერთა კავშირი იუბილარია . 2020წ. 26 მარტს, ჩვენ ერთი წლის გავხდით .

Home   /   ბუღალტერთა კავშირი იუბილარია . 2020წ. 26 მარტს, ჩვენ ერთი წლის გავხდით .

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდში ვედექით, დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს . ვიყავით სპორტულები, მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ საფეხბურთო ტურნირში . ასევე “გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე’’ მიზნის ქვეშ მივიღეთ მონაწილეობა უსასყიდლო დონაციის კამპანიაში. მთელი წლის განმავლობაში ვატარებდით, როგორც გასვლით, ასევე შიდა ტრენინგებს და მასტერ კლასებს . მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვეწევით ფინანსური აღრიცხვის პოპულარიზაციის კამპანიას.
ვთვლით, რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ამიტომ კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებში.
მიუხედავად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა, კვლავაც შევუწყობთ ხელს ნიჭიერ და მონდომებულ სტუდენტებს და იმ პირებს ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ბუღალტრის პროფესიაში. მათ, ვისაც სურს და შეუძლია იშრომოს მიზნის მისაღწევად.
ამ მიზნიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი გააგრძელებს თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას უნივერსიტეტებთან და პროფესიულ დაწესებულებებთან და საჭიროების შემთხვევაში, გაუზიარებს მათ სტუდენტებს პრაქტიკულ უნარებს.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed