დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Home   /   დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2020წ. 4 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოქმედ ბუღალტრებთან და ფინანსური დარგის სხვა სპეციალისტებთან ერთად დაესწრონ ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიერ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარებულ ტრენინგებს. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის ყველა ტრენინგი არის დაფუძნებული პრაქტიკულ სწავლებაზე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და უშუალოდ სამუშაო პროცესში გაეცნონ თეორიულად გავლილ მასალას. მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიერ ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ ბათუმის საზღვაო აკადემიის ფინანსური განყოფილების თანამშრომლებს.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed