2020წ. 11 აგვისტოს ბუღალტერთა კავშირი და Kaizen Class Knowledge შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Home   /   2020წ. 11 აგვისტოს ბუღალტერთა კავშირი და Kaizen Class Knowledge შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Kaizen Class-სა და ბუღალტერთა კავშირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 კაიზენ კლასი, როგორც ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის (London School of Business & Finance) პარტნიორი კომპანია საქართველოში, უზრუნველყოფს ბუღალტერთა კავშირის წევრების ჩართულობას ACCA-ს სასწავლო კურსებში, რაც ქართველ ბუღალტრებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ საერთაშორისო განათლება და შესაბამისი სერთიფიკატი. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიები ასევე გეგმავენ ფინანსური მართვის სხვადასხვა მიმართულებების სწავლების განვითარების პროექტების განხორციელებას.
 PKF Kaizen მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს კაიზენ კლასისა და ბუღალტერთა კავშირის კოოპერაციას.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed