29 მაისს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან მორიგი ონლაინ კონფერენცია გამართა.

Home   /   29 მაისს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან მორიგი ონლაინ კონფერენცია გამართა.


შეხვედრაზე ბატონმა ლევანმა დეტალურად ისაუბრა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე, ასევე დასაქმებულების 1200 ლარიან და თვითდასაქმებულების 300 ლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით.

დასაქმებული პირები:
დაანონსებულია, რომ ფართოვდება კომპენსაციის გასაცემ პირთა წრე. მუშავდება ახალი დებულება, სადაც ჩაიწერება, რომ დასაქმებულები რომლებსაც 2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ ხელფასი, მიიღებენ 1200 ლარიან კომპენსაციას. თუმცა ამ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.
დღევანდელი დებულებით კი დასაქმებულ პირს, ვისაც 2020წლის 1 კვარტალში ერთხელ მაინც უფიქსირდება ხელფასი და აპრილის ხელფასი არ ჩაერიცხა, ეკუთვნით კომპენსაცია და 1 ივნისამდე გადასაგზავნთა სიაში უნდა შეიყვანოს ბუღალტერმა, მიუხედავად იმისა შეწყდა თუ არა ხელშეკრულება, დეკრეტში გავიდა, თუ საერთოდ წავიდა სამსახურიდან ( არ აქვს შემოსავლების სამსახურისთვის მნიშვნელობა თავისი ნებით, დირექტორის ნებით,სწავლის გამო თუ ვირუსის გამო წავიდა სამსახურიდან ) თუ შეიცვლება და 2019 -ში დასაქმებულებიც დაემატება, მაშინ მოგიწევთ ამ დამატებითი სიების ატვირთვაც .
კომპენსაცია არ ეკუთვნის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს.
მიუხედავად იმისა პენსიონერია თუ არა პირი მაინც მიიღებს კომპენსაციას თუ სხვა დანარჩენ პირობას აკმაყოფილებს.
იმ დასაქმებულ პირებზე ვისაც აპრილში ჩაერიცხათ ხელფასი, მაგრამ მაისიდან აღარ მუშაობენ უნდა გადააგზავნოთ განაცხადი ხვალიდან, 2 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ ხვალიდან და არა დღეიდან ) ეს პირები არ დაკარგავენ 6 თვეს. მიუხედავად იმისა რომ მაისში ვერ აიღებენ კომპენსაციას იანგარიშება ივნისიდან 6 თვე და სრულად მიირებენ 1200 ლარს.
იმ შემთხვევაში თუ პირი დაიწყებს მუშაობას მაისიდან ოქტომბრამდე რომელიმე თვეს, მაშინ შეუწყდება 200 ლარიანი დახმარება.
მათ შორის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს შეუძლიათ კომპენსაციის მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ პირს 2020 წლის 1 კვარტალში ჰქონდა მხოლოდ დაზღვევა, იგი არ მონაწილეობს 1200 ლარიან კომპენსაციაში. როგორც იცით, დაზღვევა იგივე ხელფასად ფიქსირდება დეკლარაციაში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაზღვევა არ გაითვალისწინება ამ კომპენსაციის მიზნებისთვის. ანალოგიურად არ გაითვალისწინება ხელფასად თუ აპრილში მხოლოდ დაზღვევა გიფიქსირდებათ დეკლარაციაში და შეგიძლიათ მიიღოთ კომპენსაცია მაისიდან.
თვითდასაქმებულებს, ვისაც 2019 წელს ჰქონდათ ხელფასი და ამ ხელფასის ანაზღაურება ჩაერიცხათ იანვარში ან თებერვალში (დავალიანება გასცა კომპანიამ 2019 წლის მათზე), მაგრამ 2020 წლიდან თვითდასაქმებულია. განაცხადის შევსებისას უწერს, რომ ხელფასი ჰქონდა და ვერ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას. მათ უფლება აქვთ მიმართოდ დამსაქმებელს და მოითხოვონ დასაქმებულის 1200 ლარიანი კომპენსაცია.
თვითდასაქმებულები:
თვითდასაქმებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი 1 ივლისამდე, თუ რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში, მაშინ ყველანაირი დოკუმენტაციის ატვირთვის გარეშე შეუძლიათ გადააგზავნონ განაცხადი, თუ არ არის რეგისტრირებული უნდა წარმოადგინონ ნებისმიერი დოკუმენტი რითიც დასტურდება მათი შემოსავალი და ეკონომიკური საქმიანობა (დოკუმენტი უნდა იყოს იურიდიული პირის მიერ გაცემული და არა ფიზიკური პირის მიერ).
იგივე ეხება ბაზრობის თანამშრომლებს და მოვაჭრეებს, მათ უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა. მიკროავტობუსის ან ავტობუსის მძღოლებმა, ავტოსადგურის მიერ გაცემული ცნობა.
სალონის თანამშრომლებისთვის, რომლების დარეგისტრირებულები იყვნენ შემოსავლების სამსახურში მეწარმედ, საკმარისია განაცხადის შევსება და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ვინც არ იყო დარეგისტრირებული მათ დასჭირდებათ ატვირთონ იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა.
გიდებმა უნდა წარმოადგინონ ტურისტული სააგენტოებიდან დამადასტურებელი ცნობა და შეუძლიათ ასევე ატვირთონ განაცხადი.
რაც შეეხება ძიძებს, როგორც ცნობილია ოჯახის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, მათ შეეძლებათ 300 ლარიანი კომენსაციის მიღება,თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე არ არის დებულება და მუშავდება ეს საკითხი, ამიტომ ვრცლად დებულების გამოქვეყნების შემდეგ მოგაწვდით ამ ინფორმაციას.
შესული ცვლილებებიდან გამომდინარე მეიჯარეს აქვს უფლება თანხის მიღების მომენტში დაბეგროს იჯარის თანხა. მეიჯარეებს ვინც აპრილში დაბეგრა და გამოწერა ანგარშფაქტურა,მაგრამ თანხა არ მიუღიათ შეუძლიათ გააუქმონ ან დააკორექტირონ ფაქტურა.
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება:
ორგანიზაციები მაისიდან 6 თვის განმავლობაში განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, იმ პირებზე ვისაც ხელფასი 750 ლარამდე (დარიცხული) ჰქონდა სრულად და 1500 ლარამდე (დარიცხული ) 750 ლარის გამოკლებით სხვაობაზე. ეს თანხა შეიცავს საპენსიოსაც და 1 ლარითაც რომ იყოს მეტი უკვე ვეღარ მიიღებს შეღავათს.
ბევრი კითხვა დაისვა სწორად დაანგარიშების თაობაზე, ამიტომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების უფროსმა ლევან დგებუაძემ განაცხადა, რომ დაიგზავნება ყველასთან პორტალზე გაანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავისი მაგალითებითურთ.
ავტორი ნანა ახალაია .

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed