საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი GIFA დაარსდა

Home   /   საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი GIFA დაარსდა

საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი GIFA დაარსდა

საქართველოს „მეჭურჭლეთუხუცესის“ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1902 წელს სამხრეთ საქართველოში ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ბილინგვა გახდა GIFA-ს პირველი ლოგოტიპი და აქედან დაიწყება მისი ისტორიაც. ჩვენი ლოგოტიპის პირველწყაროს შემოქმედი ექვთიმე თაყაიშვილი ორგანიზაციას მაღალ თამასას დაუწესებდა: პროფესიონალიზმი, სანდოობა, სკულპულოზურობა, აღრიცხვიანობა და დაცულობა. მეორე მხრივ, კი GIFA ახალგაზრდა ორგანიზაციია, მაგრამ მას პროტოტიპად ადამიანი „სიმბოლო“ ასაკოვანი და დასაყრდენი პიროვნება დავუამხანაგეთ და ამით მისი მადლის ნაწილი გავხდით. GIFA -ში უნდა მიიღონ განათლება და აიმაღლონ ცოდნა ჩვენმა კოლეგებმა. ყველა ფინანსიტი, ხომ “მეჭურჭლეთუხუცესია” და სხვისი განძის განმკარგავი, ამიტომ ამ პირველ სტატიაში გვინდა განვიხილოთ სიტყვის არსი. მეჭურჭლეთუხუცესს როგორც წოდებას საქართველოში ხანგრძლივი პრეისტორია აქვს — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, მეჭურჭლეთა უფროსი ყოფილა. ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრეც არსებობდა („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მეჭურჭლეთუხუცესი „ძველ ვეზირად“ იხსენიება). მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საჭურჭლეს, რომელშიც ფული და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცესს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“. მეჭურჭლეთუხუცესი დიდი და საპატიო („საბატიო“) ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. მეჭურჭლეთუხუცესს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ მას ერისთავთერისთავის, სპასალარის ან სხვა თანამდებობაც სჭეროდა.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed