9 ინვისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან.

Home   /   9 ინვისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან.

თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის სკოლა•Sabauni Business and Tourism School-ის სტუდენტებს უწყვეტი განათლების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში ფინანსების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები ისარგებლებენ 25%-მდე ფასდაკლებით ინსტიტუტის ტრენინგ-კურსებზე, გარდა ამისა შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ როგორც ინსტიტუტის, ასევე Accountants union / ბუღალტერთა კავშირის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებს, მასტერკლასებსა და ვებინარებს. „ჩვენთვის უნივერსიტეტებთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრაქტიკული სწავლების მეთოდი მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კურსეის გავლის შემდეგ დასაქმდნენ წამყვან ორგანიზაციებში და იყვნენ წარმატებული ბუღალტრები, ფინანსისტები. ბოლო 6-თვის მანძილზე ჩვენი დახმარებით 30-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა საკუთარი პროფესიით, ეს რიცხვი კი დღითი დღე იზრდება.“ – ტატა ბერიძე, GIFA-ს დამფუძნებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია ყველაზე მოთხოვნად სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და სტუდენტებს საშუალება აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკა წარმატებული ქართული კომპანიების მაგალითებზე.
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ ხაზი გაუსვა მსგავსი თანამშრომლობის მნიშვნელობას სტუდენტების შემდგომი განვითარებისა და სპეციალიზაციის მიზნით. დაიგეგმა საერთო პროექტების განხორციელება, რომელიც მიზნად პროფესიის პოპულარიზაციას ისახავს. მემორანდუმს ხელი GIFA -ს დამფუძნებელმა და ბუღალტერთა კავშირის დირექტორმა ტატა ბერიძემ და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ მოაწერეს.

55

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed