ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში

Home   /   ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში

ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის გაიმართა.

ფორუმის პარტნიორი იყო კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ გახსნეს. მისასალმებელი სიტყვით მოწვეულ სტუმრებს მიმართეს კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილემ კახაბერ ერაძემ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გასაუბრებოდნენ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს.ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ფორუმებში, რათა წვლილი შევიტანოთ სფეროს განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ ბუღალტერთა კავშირის მეშვეობით, დღეის მდგომარეობით, 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა პროფესიით.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed