ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულო იყო „ბუღალტერთა და აუდიტორთა VII ევროვიზიის ფორუმში“, რომელიც აზერბაიჯანში, ნახჭევანში გაიმართა.

Home   /   ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულო იყო „ბუღალტერთა და აუდიტორთა VII ევროვიზიის ფორუმში“, რომელიც აზერბაიჯანში, ნახჭევანში გაიმართა.

ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულო იყო „ბუღალტერთა და აუდიტორთა VII ევროვიზიის ფორუმზე“, რომელიც აზერბაიჯანში, ნახჭევანში გაიმართა. 🔸️ ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მასპინძელი კი ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის პროფესიონალ ფინანსურ მენეჯერთა ასოციაცია (APFM) იყო. 🔸️ ფორუმის მთავარ თემა – „ფინანსური ანგარიშგება: მომავლის ხედვა“. ის მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ დისკუსიებს და ანალიზს გლობალიზებებული მსოფლიო ეკონომიკის დინამიური განვითარების, ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენების, გამჭვირვალობის დანერგვის შესახებ, როგორც ორგანიზაციის მართვაში, ასევე მთლიანად სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. 👉 „ბუღალტერთა კავშირის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ფორუმის ხელმძღვანელს ნურია ნოვრუზოვას, შესაძლებლობისთვის, რასაც აღნიშნული ფორუმი ისახავს მიზნად. ეს არის საშუალება, მუდმივი კონტაქტი გვქონდეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ „ბუღალტერთა კავშირის“ მსგავს ორგანიზაციებთან, გავუზიაროთ და მივიღოთ ახალი გამოცდილება და რაც მთავარია მუდმივად ვიზრუნოთ სექტორის განივითარებაზე.“ – ტატა ბერიძე, ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელი, დირექტორი. 🔸️ გარდა ამისა, ტატა ბერიძე მოხსნებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ფორუმის მთავარ თემასთან ერთად, ისაუბრა საქართველოში ბუღალტერთა კავშირის როლსა და შესაძლებლობებზე.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed