26 დეკემბერს, ფინანსისტებისა და ბუღალტრების 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბუღალტრის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა მადლობის სიგელი გადასცა.

Home   /   26 დეკემბერს, ფინანსისტებისა და ბუღალტრების 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბუღალტრის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა მადლობის სიგელი გადასცა.

26 დეკემბერს, ფინანსისტებისა და ბუღალტრების 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბუღალტრის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა მადლობის სიგელი გადასცა.

ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც აფასებს ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ჯილდო მიზნად ისახავს პროფესიის, პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებას, აგრეთვე აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარ წახალისებას და მათი წვლილის წარმოჩენას ეკონომიკის განვითარებაში.

ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საპენსიო ფონდის, დასაქმების სააგენტოს, ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურის, წარმატებული ფინანსური ორგანიზაციების, ბიზნესკომპანიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ტრენინგცენტრების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

როგორც სიგელის გადაცემის ცერემონიაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ აღნიშნა – “რამდენიმე წლის წინ დარგის შესანიშნავ სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო სტანდარტები ბუღალტერიის მიმართულებით. დღეს, შედეგების გათვალისწინებით, პროფესიული გაერთიანება ამისათვის მადლობის სიგელს გადმოგვცემს. ეს ჩვენი საქმიანობის საუკეთესო შეფასებაა. ზოგადად, ამათუიმ პროფესიის წარმატებას შესაბამისი სფეროს ისეთი ძლიერი დარგობრივი გაერთიანებები განაპირობებენ, როგორიც ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით – ბუღალტერთა კავშირია”.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed