28 მაისს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში,
ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა.
ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის ყოველწლიური რეგიონალური შეხვედრა ბიზნეს სექტორთან და პროფესიული დარგის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსისტები , ბუღალტრები, აუდიტორები,
ტოპ- მენეჯერები და ფინანსურ დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტები.
შეხვედრაზე ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს , საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორი
ქ. ტატა ბერიძემ ისაუბრა ბუღალტრის როლზე, ეკონომიკის და ბიზნეს სექტორის განვითარებაში .
რეგიონში არსებულ პროფესიულ გამოწვევებზე ისაუბრა : აუდიტორული კომპანიის ფინსერვისი აუდიტის დამფუძნებელმა დირექტორმა
ზურაბ მამფორიამ;
შეხვედრის მსვლელობისას , შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის
მსხვილ გადამხდელთა ოფისის
მთავარმა აუდიტორმა ნინო ზირაქაშვილმა ისაუბრა;
2021-2022 წლის მეთოდური მითითებებებზე,
სალაროს ნაშთზე და
2021-2022 წლის მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეებზე.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი
შეხვედრა ჩატარდა ქ. ზუგდიდის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში
