ქ. ქუთაისში აღრიცხვისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას გამოცდილმა სპეციალისტებმა კოლეგებს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო სფეროს აქტუალური საკითხები გააცნეს.

Home   /   ქ. ქუთაისში აღრიცხვისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას გამოცდილმა სპეციალისტებმა კოლეგებს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო სფეროს აქტუალური საკითხები გააცნეს.

ქ. ქუთაისში აღრიცხვისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას გამოცდილმა სპეციალისტებმა კოლეგებს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო სფეროს აქტუალური საკითხები გააცნეს.

ღონისძიებაზე 60-მდე მსმენელი შეიკრიბა. მომხსენებლები იყვნენ ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე, შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსი აუდიტორი ნინო ზირაქაშვლი. ფინანსისტი მიხეილ მუმლაძე. მნიშვნელოვანია რომ ბუღალტერთა კავშირი დღეის მდგომარეობით 17 000 -ზე მეტს დარგის წარმომადგენელს აერთიანებს.„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ბუღალტრის პროფესიულ განათლებაში არის სიახლეების მიწოდება. სწავლება უნდა შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს. განათლების ამ მიმართულებამ დროულად უნდა უპასუხოს საკანონმდებლო, ტექნიკური, ეკონომიკური და ბიზნესის სფეროს განვითარების პროცესებს.ვთვლი რომ რიგით მე- II რეგიონალური კონფერენცია კოლეგებს შორის გამოცდილების გაცვლის და პროფესიულ ცოდნის განახლების შესანიშნავი შესაძლებლობაა “, – განაცხადა ბუღალტერთა კავშირის და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის-GIFA დამფუძნებელმა დირექტორმა, ტატა ბერიძემ.პროფესიული შეხვედრა ქ. ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed