ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი შექმნა 2019 წელს, ჯგუფ „ბუღალტერთა კავშირის” ბაზაზე. რომელიც, მოღვაწეობიდან ერთი წლისთავზე  აერთიანებს 15 000-ზე მეტ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ და სხვადასხვა ზომის საწარმოებში მოღვაწე ბუღალტრებს , ფინანსურ მენეჯერებს და აღრიცხვის დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტებს .

ჩვენი მიზანია 

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიზანია სხვადასხვა ინკოგნიტურ-შემეცნებითი აქტივობის განხორციელების გზით, ბუღალტერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი სწავლება,  გადამზადება, ამა თუ იმ პრობლემური საკითხის იდენტიფიცირება, აკადემიურ ჩარჩოში მოქცევა და წარმოჩენა, სათანადო ადგილას, სათანადო დროს და სათანადო პირთა წინაშე.

ჩვენი მისია

ვთვლით, რომ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ საქართველოსთვის ისტორიულ პერიოდში. ვგრძნობთ  მომენტის პასუხისმგებლობას, გვაქვს სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ფინანსური ასევე საგადასახადო აღრიცხვის პოპულარიზაციაში და ხელი შევუწყოთ მის პრაქტიკულ გამოყენებას.

ჩვენი პრინციპები

პროფესიონალური ეთიკის განუხრელი დაცვა

ღია კომუნიკაციის კულტურა

სოციალური პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარება

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed