შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებთან

Home   /   შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებთან

11 ნოემბერს, ბუღალტერიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. „ბუღალტერთა კავშირის“ დამფუძნებელმა, დირექტორმა, ტრენერთა ტრენერმა და ამავე დროს, პრაქტიკული ბუღალტერიის სასწავლო ცენტრის დამფუძნებელმა ტატა ბერიძემ, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 6500-ზე მეტი ბუღალტერი და აუდიტორი.მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა შრომის ბაზრის ტენდენციებზე საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული მომსახურების სფეროში.საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, თეა ლაზარაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

 

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed