დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა

Home   /   დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა

საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება

ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები ჩამოყალიბდა სრულად ახალი რედაქციით.რეფორმის შედეგად ნარჩუნდება ყველა ის გამარტივებული პროცედურა, რომელიც აქამდე არსებობდა დღგ-თან დაკავშირებით. ასევე:ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების გათავისუფლებული ოპერაციები;საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების ან საქონლის მოწოდება;არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით სამედიცინო საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა;არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა;მარტივდება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;დღგ- ის გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით. დღგ-ის ახალი რეფორმა გააუმჯობესებს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს, ასევე დაამკვიდრებს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის. ამასთან, ქართული და ევროპული დღგ-ის, შესაბამისობა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხოლო გამარტივებული საგადასახო ვალდებულებების შესრულებით შემცირდება სადავო შემთხვევები.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed