ბუღალტერთა კავშირის ინიციატივა

Home   /   ბუღალტერთა კავშირის ინიციატივა

დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან

იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება. ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება- ეპიდემიის გავრცელების მეორე ტალღა. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს ასევე ზოგადად საზოგადოებას. ამიტომ ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი უერთდება და მიესალმება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივას და საქართველოს მთავრობას ვთავაზობთ ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელებას. თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე; ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი გამოვთქვამთ სურვილს და მივმართავთ მთავრობას ორი დამატებითი თხოვნით, რომ გაგრძლელდეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 200 ლარიანი დახმარება,რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს და გაიზარდოს იმპორტირებული საქონლის დღგ-სგან განთავისუფლებული საქონლის სია.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed