აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისიტროს აკადემიას და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს აღნიშნული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, როგორც აკადემიურ, ისე საგანმანათლებლო საკითხების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა – ელმან ჰუსეინოვმა და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ მოაწერეს.
