ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულო იყო „ბუღალტერთა და აუდიტორთა VII ევროვიზიის ფორუმში“, რომელიც აზერბაიჯანში, ნახჭევანში გაიმართა.

Home   /   ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულო იყო „ბუღალტერთა და აუდიტორთა VII ევროვიზიის ფორუმში“, რომელიც აზერბაიჯანში, ნახჭევანში გაიმართა.

ვიზიტის დროს, ბუღალტერთა კავშირსა და ნახეჭევანის ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია პრაქტიკული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარება და დამატებით დასაქმების პერსპეტივის შექმნა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში.„ჩვენი სურვილია, მომავალ ფინანსისტების უფრო მეტი განვითარებისა და რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ.“ – აღნიშნა ბუღალერთა კავშირის დამფუძნებელმა ტატა ბერიძემ.მისივე თქმით, მომავალი ფინანსისტებისთვის საერთაშორიშო გამოცდილებას და ახალ ასპარეზზე გასვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამაში კი მათ ბუღალტერთა კავშირი ნამდვილად დაეხმარება.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed