საქართველოში პირველად, ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ორგანიზებით 26 დეკემბერს ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება – ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021.

Home   /   საქართველოში პირველად, ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ორგანიზებით 26 დეკემბერს ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება – ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021.

საქართველოში პირველად, ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ორგანიზებით 26 დეკემბერს ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება – ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021.
აღნიშნული დაჯილდოების მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარი წახალისება და მათი წვლილის წარმოჩენა ეკონომიკის განვითარებაში. ჯილდო კი აფასებს ფინანსური, საგადასახდო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილს.
ნომინაციებში წარდგენილები იყვნენ გამორჩეულად წარმატებული ორგანიზაციები, ფინანსისტები და ბუღალტრები.
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ 9 სხვადასხვა ნომინაციაში.
გამარჯვებულები არიან:
რეგიონებში ფინანსური აღრიცხვის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილი – თამარ ედიშერაშვილი
განსაკუთრებული წვლილი კორპორატიულ ფინანსურ განათლებაში – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია
ფინანსური კრიზის მართვა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილი – სოფიო მაჭარაშვილი
საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაცია – კომპანია ციტადელი
წლის საუკეთესო ტრენინგი ფინანსებსა და მენეჯმენტში – ევროპის ბიზნეს სკოლა & consulting-ის Ceo პროგრამა Top მენეჯერებისთვის
ოქროს GIFA – ნომინაციაში აუდიტი 2021 – ზურაბ მამფორია
ოქროს GIFA – ნომინაციაში მენტორი 2021 – მინდოდი ბერულავა
ოქროს GIFA – ნომინაციაში ბუღალტერი 2021 – ლუიზა თავყელიშვილი
ოქროს GIFA – ნომინაციაში ახალგაზრდა ბუღალტერი 2021 – ნინი ბეჟაშვილი
გარდა დაჯილდოებისა, ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ორგანიზაციის წლიური ანგარიში და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება სფეროს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და საქართველოს მიღწევების საერთაშორიოს ასპარეზზე წარმოდგენას და გატანას.
„ჩემთვის მნიშნველოვანია წარმოგიდგინოთ წლიური ანგარიში და თქვენთან ერთად შევაჯამო გასული წელი. აღნიშნული წელი საკმაოდ დატვირთული იყო და მოიცავს 20-ამდე განხორციელებულ პროექტს, 300-ამდე გაცემულ რეკომენდაციას, 200-ამდე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორს, ძალიან ბევრ ტრენინგსა და კონფერენციას.
ამასთან 2021 წელი განსაკუთრებული იყო ჩვენთვის, რადგან გავხდით ICFM & ICB global-ის წევრი და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 139 ქვეყნის 259 000 წევრსა და სტუდენტს. მათთან პარტნიორობა ნიშნავს იყო ისეთი საერთაშორისო გუნდის წევრი, სადაც ერთიანდებიან: HM Treasure, Australian Government, IFAC, EMMA – European Management Accountants Association, ESBA – European small business association, UEPMA და სხვა. იყო ასეთი ორგანიზაციების გვერდით დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა დავამყარეთ დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ანალოგიურ კავშირებთან.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და იმედი მაქვს, შევძლებთ ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად მოქმედებას. მომავალში კი კიდევ უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო პროექტებს შემოგთავაზებთ ბუღალტრებისა და ფინანსისტების პროფესიული განვითარებისთვის და ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით, მეწარმეებისა და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის“ – ტატა ბერიძე, ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელი დირექტორი.
წლიური ანგარიშის შემდეგ, ქალბატონმა ტატამ მადლობის სიგელები გადასცა ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან სფეორს განვითარებაში, ასევე ბუღალტერთა კავშირთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს და მუდამ მხარში უდგანან კავშირის ინიციატივებსა და წამოწყებებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, მათ შორის: Ministry of Finance of Georgia – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახური Revenue Serviceს, საპენსიო სააგენტო Pension Agencyს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების და სტრუქტურების წარმომადგენლები.
ღონისძების მიმდინარეობისას შენარჩუნებული იყო საახალწლო განწყობა, სასიამოვნო მუსიკისა და საახალწლო სიმბოლური გათამაშებების თანხლებით.
„მოხარულები ვარ, რომ შევქმენით პრეცედენტი, ვიყოთ პირველი ორგანიზაცია, რომელიც აფასებს და აჯილდოებს სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. აღნიშნული დაჯილდოებას არ ექნება ერთჯერადი სახე, ეს იქნება ყოველწლიური ღონისძიება, რაც დაგვეხმარება სფეროს კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაში.“ – აცხადებს ტატა ბერიძე.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed