ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021

Home   /   ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს , ჩვენი ქვეყნის ფინანსურ დარგში მომუშავე ადამიანების სტაბილურ განვითარებას და პროფესიის პოპულარიზაციას . სწორედ ამ მიზანს ემსახურება , საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ყოველწლიური დაჯილდოება, რომელსაც ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი ატარებს.

საღამო ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო.პროფესიული ორგანიზაცია ბუღალტერთა კავშირი დღეს თავის წევრებს , მასპინძლობდა . მისასალმებელია რომ დღეს ოთხი ასეთი პროფესიული ორგანიზაციაა საქართველოში , ამბობს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.

აღნიშნული დაჯილდოების მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარი წახალისება და მათი წვლილის წარმოჩენა ეკონომიკის განვითარებაში. ჯილდო კი აფასებს ფინანსური, საგადასახდო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed