16 სექტემბერს ქ. ბაქოში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემა, „ანგარიშგება და გამჭვირვალობა ციფრულ ეკონომიკაში“..

Home   /   16 სექტემბერს ქ. ბაქოში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემა, „ანგარიშგება და გამჭვირვალობა ციფრულ ეკონომიკაში“..

კონფერენციას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორებიცაა: ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC), ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპის ფედერაცია (EFAA), სერტიფიცირებული ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA,) სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICB), სერტიფიცირებულ მენეჯერთა ინსტიტუტი (ICFM).

ღონისძიებაზე მოხსენებით ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს დამფუძნებელი ტატა ბერიძე წარსდგა, მან მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემა როგორიც არის: „ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის მოდერნიზაცია ციფრული ეკონომიკის პირობებში, ციფრული ეკოსისტემა და მწვანე ბიზნესი»

კონფერენციამ მაღალი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მოწვევისთვის , ასევე აღვნიშნო კონფერენციის ორგანიზების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი “

ამბობს ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელი ქ. ტატა ბერიძე . ვულოცავთ ქ. ტატას საინტერესო ნაშრომის წარდგენას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed