Portfolio

Home   /   ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა

2019 წლის 29 მარტს  ბუღალტერთა კავშირის    წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ

ქ. თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის  N 8 საჯარო სკოლაში ,

სადაც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პროექტში „დარგე შენი კლასის ხე „ .

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოზე ზრუნვის უნარების ჩამოყალიბებას  და სკოლის ასაკიდანვე  საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროების შესახებ ცნობადობის ამაღლებას .

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად დავრგეთ  ლავანდის  და როზმარინის  ბუჩქები და სხვადასხვა ხეხილის ნერგი .

აღსანიშნავია რომ  სამუშაო პროცესში სკოლის  მოსწავლეები დაინტერესდნენ ბუღალტრის პროფესიით, გვისვამდნენ კითხვებს ბიზნესის წამოწყების მექანიზმებზე , გადასახადების გადახდის საჭიროებაზე  და კარგად  აცნობიერებდნენ მცირე ბიზნესის განვითარების საჭიროებას  . ზოგი მათგანი თავიანთ მომავალ საქმიანობას უკავშირებდა საკუთარი ბიზნესის შექმნას .

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed