Tag: უწყვეტი განათლება

Accountants.org.ge >

ბუღალტერთა კავშირი და GIFA – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტმა მთავარ ბუღალტრებს სერტიფიკატები გადასცა.

ბუღალტერთა კავშირი და Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტმა მთავარ ბუღალტრებს სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატების გადაცემა საზეიმო ვითარებაში გაიმართა, ინტერაქციულ Შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს და Შემდგომი გეგმებიც დასახეს. დღეისათვის 3000-ზე მეტმა პროფესიონალმა და დამწყებმა ფინანსისტმა აიმაღლა ცოდნა ამ ორი მძლავრი ორგანიზაციის დახმარებით.

Read More

შეხვედრა მეწარმეთა შესახებ კანონში მისაღებ ცვლილებებზე

6 მაისს ბუღალტერთა კავშირის წევრებთან მეწარმეთა შესახებ კანონში მისაღებ ცვლილებებზე შეხვედრა საერთო სპეციალობის ადვოკატი იზა ბერიშვილმა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილული იყო მეწარმეთა შესახებ კანონში მისაღები ცვლილებები და მათი გავლენა ბიზნეს სექტორზე. შეხვედრა უწყვეტი განათლების პლატფორმის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჯიმში გაიმართა .

Read More

შეხვედრა საპენსიო სააგენტოსთან

14 აპრილს 14:00 საათზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე დისტანციურ შეხვედრას “ბუღალტერთა კავშირის” წევრებთან გამართავს. დასწრება თავისუფალია. თქვენ შეძლებთ, მიიღოთ პასუხი საპენსიო სააგენტოს საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებით.საპენსიო სააგენტო მზად არის “ბუღალტერთა კავშირთან” მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს.

Read More

თანამშრომლობის მემორანდუმი

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირსა და კომპანია ‘’სინერჯი სოლუშენს’’ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. სინერჯი სოლუშენსი არის 1C ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში შემოგთავაზებთ ერთობლივ ტრენინგ პროგრამას. მალე ბუღალტრებს გექნებათ შესაძლებლობა ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეისწავლოთ პროგრამა 1C პროფესიონალებისგან პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით.

Read More
Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed