კონფერენციას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორებიცაა: ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC), ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპის ფედერაცია (EFAA), სერტიფიცირებული ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA,) სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICB), სერტიფიცირებულ მენეჯერთა ინსტიტუტი (ICFM). ღონისძიებაზე მოხსენებით ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს დამფუძნებელი ტატა ბერიძე წარსდგა, მან მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემა როგორიც […]

2022 წ. 1 აგვისტოს ხელი მოიწერა ურთიერთთანამშრომლობის და აღიარების მემორანდუმზე ყირგიზეთის რესპუბლიკის “ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციას” და “ბუღალტერთა კავშირს”შორის. აღნიშნული მემორანდუმი ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობის სურვილს ბუღალტრის, ფინანსური მენეჯერის, აუდიტის, კორპორატიული მართვის სპეციალისტების პროფესიების განვითარებას.ამ მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიზნები : – ერთობლივი სემინარების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.ამ ორგანიზაციების […]

ბუღალტრული სამყაროს ოსკარი, ყოველწლიური LUCA Award უკვე საქართველოშია.უმაღლესი ჯილდო კატეგორიაში წლის ფინანსური მენეჯერი 2021 ქართველ ფინანსისტს, Accountants union / ბუღალტერთა კავშირი და Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი დამფუძნებელს ქ-ნ ტატა ბერიძეს გადაეცა . ჯილდო აღიარებს ბუღალტრის პროფესიაში გამორჩეულ მიღწევებს და გადაეცემა წლის გამორჩეულ პიროვნებებს, ორგანიზაციებს, პროგრამულ პლატფორმებს,მათ ვინც […]

24 ივნისს, Accountants union / ბუღალტერთა კავშირი და Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში მონაწილება მიიღეს საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ადგილზე გასაუბრების, ვაკანსია და ეფექტური სტაჟირების პროგრამების შეთავაზების შესაძლებლობა […]

17 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბუღალტერთა კავშირის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა საგადასახადო ცვლილებებისა და ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხების დაეთმო.

ბუღალტერთა კავშირმა ქ.ბათუმში მოღვაწე აღრიცხვისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებთან მაშტაბური შეხვედრა გამართა,პროფესიული შეხვედრა ქ. ბათუმის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე 50-მდე მსმენელი შეიკრიბა.დამსწრეებს სიახლეები ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე და შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსი აუდიტორი ნინო ზირაქაშვლმა გააცნეს. „აღარავინ დავობს, რომ ახალმა ათასწლეულმა ცხოვრების ყველა სფერო […]

ქ. ქუთაისში აღრიცხვისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას გამოცდილმა სპეციალისტებმა კოლეგებს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო სფეროს აქტუალური საკითხები გააცნეს. ღონისძიებაზე 60-მდე მსმენელი შეიკრიბა. მომხსენებლები იყვნენ ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე, შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსი აუდიტორი ნინო ზირაქაშვლი. ფინანსისტი მიხეილ მუმლაძე. მნიშვნელოვანია რომ ბუღალტერთა კავშირი […]

17 ივნისსფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისსამსახურის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდაბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის და ბუღალტერთა კავშირის შეხვედრა. დღის წესრიგიმისასალმებელი სიტყვა – ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატა ბერიძე(SARAS) ანგარიშგების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და სიახლეები.სპიკერი – ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი:ლელა ხუჭუა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტისალაროში […]

13 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა.ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური რიგით მე II რეგიონალური კონფერენცია რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს სექტორის და პროფესიული დარგის წარმომადგენლებმა.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსისტები , ბუღალტრები, აუდიტორები,ტოპ- მენეჯერები და ფინანსურ დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტები.შეხვედრაზე ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს , საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელმა დირექტორმაქ. ტატა […]

28 მაისს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში,ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა.ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის ყოველწლიური რეგიონალური შეხვედრა ბიზნეს სექტორთან და პროფესიული დარგის წარმომადგენლებთან.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსისტები , ბუღალტრები, აუდიტორები,ტოპ- მენეჯერები და ფინანსურ დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტები.შეხვედრაზე ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს , საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორიქ. ტატა ბერიძემ ისაუბრა ბუღალტრის როლზე, ეკონომიკის […]

Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტიAccountants union / ბუღალტერთა კავშირი გილოცავთ დედის დღეს. დედობა მუდმივი თავგანწირვაა, მუდმივი შფოთვა, შიშია, უძილო ღამეებია და დაუსრულებელი ფიქრი, შვილის მომავალზე.რას არ გააკეთებს დედა შვილების გამო…რა სასწაულს არ ჩაიდენს,იმიტომ რომ არ არსებობს ამაზე წმინდა, შეუბღალავი სიყვარული.შვილის სიხარული, დედის სიხარულია…შვილის წარმატება, დედის ჯილდოა…დღეს როდესაც მსოფლიოში […]

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი უერთდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესს. გვინდა გამოვხატოთ თანადგომა და დავეხმაროთ ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოსახლეობას. ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიმართვა ძვირფასო კოლეგებო, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი უერთდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესს.ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვინდა გამოვხატოთ თანადგომა და დავეხმაროთომის შედეგად დაზარალებული უკრაინისმოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფსჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებს.ამ მიზნისთვის ვიწყებთ […]

7 ივლისს საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტისა და Accountants union / ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ბუღალტრებისა და ფინანსისტების ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია უკვე მესამე წელია რაც ტარდება და პროფესიული წრეების დიდი ინტერესით სარგებლობს. კონფერენციას პანელური დისკუსიის სახე ჰქონდა gov.fin.ge-ს პლატფორმის ფარგლებში, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ […]

USAID/Georgia ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვანი ,ცოდნის ბაზა ორგანიზაციული ცვლილებებისთვის Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი

შემოსავლების სამსახურმა APA-ს პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის

2022 წლის 27 მარტს ჩატარდა ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის საიუბილეო შეხვედრა, სადაც მოწვეული იყვნენ, როგორც ბუღალტერთა კავშირი -ს წევრები, ასევე Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი – ს 2022 წლის კურსდამთავრებულები. ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებლის, ქალბატონ ტატა ბერიძის მიერ შეფასებული იქნა განვლილი 3 წელიწადი, მან ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, […]

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს , ჩვენი ქვეყნის ფინანსურ დარგში მომუშავე ადამიანების სტაბილურ განვითარებას და პროფესიის პოპულარიზაციას . სწორედ ამ მიზანს ემსახურება , საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ყოველწლიური დაჯილდოება, რომელსაც ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი ატარებს. საღამო ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო.პროფესიული ორგანიზაცია ბუღალტერთა კავშირი დღეს თავის წევრებს , მასპინძლობდა . […]

საქართველოში პირველად, ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ორგანიზებით 26 დეკემბერს ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება – ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021. აღნიშნული დაჯილდოების მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარი წახალისება და მათი წვლილის წარმოჩენა ეკონომიკის განვითარებაში. […]

26 დეკემბერს, ფინანსისტებისა და ბუღალტრების 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბუღალტრის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა მადლობის სიგელი გადასცა. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც აფასებს ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ჯილდო მიზნად ისახავს პროფესიის, პრესტიჟისა და ფინანსური […]

როცა წარმატებისკენ მავალ გზას ირჩევ, ყოველთვის მზად უნდა იყო თავდაუზოგავად მუშაობისა და ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის-ტატა ბერიძე 20 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელი და დირექტორი, GIFA საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი ტატა ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ […]

გრანდიოზული გათამაშება ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 10 ნოემბერი ბუღალტერთა საერთაშორისო დღეა გრანდიოზული გათამაშება ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 10 ნოემბერი ბუღალტერთა საერთაშორისო დღეა. ყველა ბუღალტერსა და ფინანსისტს გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ სფეროს განვითარებას და კარიერულ წარმატებას. საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი და ბუღალტერთა კავშირი ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ გათამაშებას. დარეგისტრირდით […]

ბუღალტერთა კავშირსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბუღალტერთა კავშირსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირეტორმა გოგიტა თოდრაძემ და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირეტორმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს და მომავალ თანამაშრომლობაზე შეთანხმდნენ. მემორენდუმის მიზანია მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს თემატური ხასიათის […]

აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისიტროს აკადემიას და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს აღნიშნული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ საკითხებთან მიმართულებით. მემორანდუმს ხელი აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა – ელმან ჰუსეინოვმა და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ მოაწერეს.

აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისიტროს აკადემიას და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს აღნიშნული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, როგორც აკადემიურ, ისე საგანმანათლებლო საკითხების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა – ელმან ჰუსეინოვმა და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ მოაწერეს.

ვიზიტის დროს, ბუღალტერთა კავშირსა და ნახეჭევანის ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია პრაქტიკული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარება და დამატებით დასაქმების პერსპეტივის შექმნა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში.„ჩვენი სურვილია, მომავალ ფინანსისტების უფრო მეტი განვითარებისა და რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ.“ – აღნიშნა ბუღალერთა კავშირის დამფუძნებელმა ტატა ბერიძემ.მისივე თქმით, მომავალი ფინანსისტებისთვის საერთაშორიშო გამოცდილებას […]

ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის გაიმართა. ფორუმის პარტნიორი იყო კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ […]

ფორუმს ცხრა ქვეყნის პროფესიონალებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება დაარსდა ლუკა პაკოლის პატივსაცემად – საერთაშორისო ჯილდოები აღიარებულია და აღიარებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსებისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში მიღწევებისთვის.ფორუმის მონაწილეებმა ინტერვიუებში ისაუბრეს ფორუმის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს ავტონომიური რესპუბლიკის ყოვლისმომცველ განვითარებაზე. გულითადად ვულოცავთ ჩვენი ასოციაციის მენეჯმენტს წარმატებულ საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის ჩვენს […]

ბუღალტერთა კავშირი მონაწილეობას იღებს ბუღალტერთა და აუდიტორთა IIV ევრაზიულ ფორუმში, რომელიც აზერბაიჯანში 15-17 ოქტომბერს მიმდინარეობს. ფორუმის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლენთან. შევხვდით აზერბაიჯანის პარლამენტის საპატიო წევრს, სოკარის წარმომადგენლობას, აუდიტის პალატის დამფუძნებელს. შეხვედრას რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის ტოპ მენეჯერებიც ესწრემოდნენ. განვიხილეთ მიმდინარე პროფისიული საკითხები და დავსახეთ უახლოეს მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი საგანმანეთლებლო […]

შეხვვედრა IFAC- ის მონაწილეობით, IFRS ფორუმის 2021-ის ფარგლებში ჩატარდა.დისკუსია მონაწილეობდნენ: IFAC -ის ხარისხისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ჯოზეფ ბრაისონი და ნატალია კოვალენკო მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. პრეზენტაცია “IFAC- ის, როგორც გლობალური ორგანიზაციის როლის შესახებ”, წარადგინეს: IFAC– ის ხარისხისა და განვითარების დეპარტამენტის ტექნიკური მენეჯერი სარა გაგნონმა და IFAC პროფესიონალთა განვითარების და საკონსულტაციო […]

ჩვენთვის დასაქმება პრიორიტეტია! თბილისის 2021-ის დასაქმების ფორუმზე მივიღეთ მონაწილეობა Accountants union / ბუღალტერთა კავშირი-თან ერთად. განვიხილეთ წარმოდგენილი პრეტენდენტების სამუშაო გამოცდილება და პირადად მოგვეცა დასაქმების მსურველთა გაცნობის შესაძლებლობა. ეს უნიკალური შანსია, ყველა ორგანიზაციისთვის მოიძიოს საუკეთესო კადრი და დააკომპლექტოს თანამშრომლები. ფორუმზე ჩვენი ვაკანსიებით წარვსდექით: მთავარი ბუღალტერი, ბუღალტერი და ტრენერის 20-მდე პოზიცია Შეირჩა. […]

7 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტისა და Accountants union / ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდება ბუღალტრებისა და ფინანსისტების ყოველწლიური კონფერენცია.კონფერენცია უკვე მესამე წელია რაც ტარდება და პროფესიული წრეების დიდი ინტერესით სარგებლობს. კონფერენციას პანელური დისკუსიის სახე ექნება gov.fin.ge-ს პლატფორმის ფარგლებში, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები შეხვდებიან ბუღალტერთა კავშირისა […]

კონფერენციას პანელური დისკუსიის სახე ჰქონდა gov.fin.ge-ს პლატფორმის ფარგლებში, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ ბუღალტრებსა და ფინანსისტებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო და კერძო სამსახურები თუ ორგანოები, როგორიცაა: @საქართველოს პარლამენტი, თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ზედამხედველობის სამსახური (SARAS), […]

რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ ბუღალტრებს? როგორ მოხდა ახალ რეალობაზე გადაწყობა? ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის რამდენად არის ბუღალტრებისთვის დამატებითი ტვირთი და რატომ იგებენ პოსტ ფაქტუმ ახალ საკანონმდებლო სიახლეებს? არის თუ არა შრომის ბაზარზე ბუღალტერი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია? რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს და რა როლს თამაშობს გაცვლითი პროგრამები ? დღეს, 13:10 სთ-ზე გადაცემაში [...]

„დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისს N19593 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით, მეთოდურ მითითებას დაემატა დანართი N8- “მომსახურების გაწევა”, ასევე დაემატა მაგალითები დანართებს: N3 „ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“ და N6 „მომსახურების გაწევის ადგილი”.მიმდინარე მდგომარეობით მეთოდური მითითება არეგულირებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:დანართი N1 – „დღგ-ის […]

თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის სკოლა•Sabauni Business and Tourism School-ის სტუდენტებს უწყვეტი განათლების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში ფინანსების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები ისარგებლებენ 25%-მდე ფასდაკლებით ინსტიტუტის ტრენინგ-კურსებზე, გარდა ამისა შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ როგორც ინსტიტუტის, ასევე Accountants union / ბუღალტერთა კავშირის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებს, მასტერკლასებსა და ვებინარებს. „ჩვენთვის უნივერსიტეტებთან მჭიდრო კავშირი […]

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის ტარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე – სავარაუდო დარიცხვის მექანიზმი და გამოყენების წესები არ გამოგრჩეთ ორშაბათს 7 ივნისი 14:00 საათზე შეხვედრას გაუძღვებიან საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ ბიწაძე, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტები თამარ გობეჯიშვილი და ნანა ელიზბარაშვილი.დასწრებისთვის გაიარეთ მარტივი […]

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ სტუდენტებს სააგენოტოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის მიზანია წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას კი აღინიშნა, რომ საპენსიო სქემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაშიც.შეხვედრას ბუღალტერთა […]

დასაქმება ჩვენი პრიორიტეტია! Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი-სა და Accountants union / ბუღალტერთა კავშირი-ს მეშვეობით დღეისათვის 3000-ზე მეტი ბუღალტერი გადამზადდა და აიმაღლა ცოდნა. მომართვიანობა ყოველდღიურად იზრდება! დასაქმების მოთხოვნით ბუღალტერთა კავშირს რეზუმე (CV) 250-ზე მეტმა ბუღალტერმა მიაწოდა. ჩვენ უწყვეტი განათლების პლატფორმის ფარგლებში ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ყველა მსურველს მიიღოს ფინანსური […]

ბუღალტერთა კავშირი და Gifa – საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტმა მთავარ ბუღალტრებს სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატების გადაცემა საზეიმო ვითარებაში გაიმართა, ინტერაქციულ Შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს და Შემდგომი გეგმებიც დასახეს. დღეისათვის 3000-ზე მეტმა პროფესიონალმა და დამწყებმა ფინანსისტმა აიმაღლა ცოდნა ამ ორი მძლავრი ორგანიზაციის დახმარებით.

კლინიკას „ინიციო“-ს და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბუღალტერთა კავშირი აქტიურად ზრუნავს კავშირის წევრთა საშეღავათო მომსახურებებზე ამჯერად: მხოლოდ ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის! მრავალპროფილური კლინიკა “ინიციო” ამბულატორიულ მომსახურეობაზე და ექოსკოპიაზე სპეც შეთავაზებას გვთავაზობს!20%- 30%-იანი ფასდაკლება სამედიცინო ლაბორატორიულ მომსახურებაზე. https://www.facebook.com/initioclinic

სტომატოლოგიურ კლინიკას „დენტივერი XXI“-ს და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რაც ნიშნავს რომ უკვე დღეიდან „ბუღალტერთა კავშირის“ წევრებს და მათ ოჯახის წევრებს , შეუძლიათ ისარგებლონ კლინიკა „დენტივერი XXI“-ის სტომატოლოგიური მომსახურებით მხოლოდ ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის არსებული ფასდაკლებით !% თერაპია,% ქირურგია;% იმპლანტის ჩასმა;% ორტოპედია;% ორთოდონტია;საკონტაქტო ინფორმაციისთვის და ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად გადადით […]

საპენსიო სააგენტოსთან აქტიური თამამშრომლობა პროდუქტიული და მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში ჩართული ორთავე მონაწილისთვის! ერთობლივი ინიციატივით, Ჩატარდა კვლევა, რომელᲨიც 1200-მდე ბუღალტერმა მიიღო მონაწილეობა, ასევე, Შედგა zoom Შეხვედრა მენეჯმენტთან და დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს შემდგომ, უწყვეტ კომუნიკაციას.

6 მაისს ბუღალტერთა კავშირის წევრებთან მეწარმეთა შესახებ კანონში მისაღებ ცვლილებებზე შეხვედრა საერთო სპეციალობის ადვოკატი იზა ბერიშვილმა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილული იყო მეწარმეთა შესახებ კანონში მისაღები ცვლილებები და მათი გავლენა ბიზნეს სექტორზე. შეხვედრა უწყვეტი განათლების პლატფორმის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჯიმში გაიმართა .

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საპენსიო სააგენტოსთან გააფორმა. ერთობლივი სამუშაო პროცესი საპენსიო სააგენტოს დაარსების დღიდან წარმატებით მიმდინარეობს. სულ ახლახანს Ჩატარდა მომსახურების ხარისხის კვლევა, დაისახა გეგმები და მათი Შესრულების გზები. ასევე, ბუღალტერთა კავშირის წევრებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვოლი zoom- ის დისტანციურ პლატფორმაზე Შეხვდა და ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. […]

ბუღალტერთა კავშირსა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა .პროგრამა გულისხმობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზაირებას ბუღალტერიასა და ფინანსებში. მიღებული ცოდნით შესძლებელი იქნება : ბუღალტრის, უმცროსი ბუღალტრისა და მენეჯერის პოზიციებზე დასაქმება , ან წამოიწყოთ და მართოთ ნებისმიერი სახის ბიზნესი. წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს

თამარ პაპასქირი, ბანკის თანამშრომელი “ ეს სოციალური პროექტი შეეხებოდა იმას რომ, ამ ეპიდემიის დროს დახმარებოდნენ იმ ადამიანებს ვინც წინა ხაზზე იყვნენ და ეხმარებოდნენ საზოგადოებას, ამ პროექტიდან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა რომელიც დასაქმებაში დამეხმარება და ბუღალტერიაში ზოგადად წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის, მინდა წარმატება ვუსურვო მთლიანად ამ გუნდს და ასევე ვისურვებდი თანამშრომლობა […]

Institute of Certified Financial Managers UK Ukraine ICB Global, Azbrbaycanın Professional Maliyyə Menecerləri Assosiasiyası Azərbaycanın Professional Maliyyə Menecerləri Assosiasiyası APFM APFM Asocia Contia Contabililor, Auditorilor Profesionişti din Republica Moldova @ (ACAP), Accountants union / ბუღალტერთა კავშირი, ICFM UK Ukraine და ICB Global Global შორის. საქართველოს ბუღალტერთა კავშირი და აზერბაიჯანის პროფესიონალი […]

სასიამოვნო, პერსპექტივებით და მოლოდინით სავსე სიახლე გვინდა გაგიზიაროთ! ბუღალტერთა კავშირი საერთაშორისო ოჯახის წევრი გახდა, ჩვენ შევძელით საერთაშორისო ფანჯრის გახსნა და ამით გაჩნდა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი წევრი ბუღალტერებისთვის! გვინდა გაგიზიაროთ, რომ ხელი მოეწერა ურთიერᲗთანამშრიმლობის მემორანდუმს Institute of Certified Financial Managers UK Ukraine ICB Global, Azbrbaycanın Professional Maliyyə Menecerləri Assosiasiyası Azərbaycanın Professional […]

დღეს, “ბუღალტერთა კავშირი” საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ვაჟა ჯაფოშვილს zoom-ის დისტანციურ პლატფორმაზე შეხვდა. Შეხვედრას 100-ზე მეტი ბუღალტერი ესწრებოდა. დაისვა საინტერესო Შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მივიღეთ. მადლობა თანამშრომლობისთვის!

14 აპრილს 14:00 საათზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე დისტანციურ შეხვედრას “ბუღალტერთა კავშირის” წევრებთან გამართავს. დასწრება თავისუფალია. თქვენ შეძლებთ, მიიღოთ პასუხი საპენსიო სააგენტოს საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებით.საპენსიო სააგენტო მზად არის “ბუღალტერთა კავშირთან” მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს.

მაია ნოზაძე უკვე მუშაობს ფინანსების მიმართულებით, თუმცა ახალი ცოდნა მისი კარიერული ზრდისთვის არის აუცილებელი. „მე ვარ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსური განყოფილების ერთ-ერთი უფროსის მოადგილე. მივიღე პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ მქონდა ძალიან კარგი საშუალება კოვიდის პერიოდი გამომეყენებინა დადებითად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფინანსური აღრიცხვის ფუნდამენტურად ცოდნა, იმიტომ რომ ყოველდღიური შეხება მაქვს ბუღალტერიასთან. […]

ამჯერად, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სთან ბუღალტერთა კავშირი უწყვეტი განათლების პლატფორმის ფარგლებში, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ბუღალტრებისთვის გამოცდილების გაზიარების და სწავლების პლატფორმაა. მისი მიზანია ფინანსური აღრიცხვის პოპულარიზაცია , პოტენციური დამსაქმებლების და სტუდენტების დაკავშირება.მემორანდუმი მოიცავს:პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობაპროფესიულ სტუდენტებისთვის დამატებითი პრაქტიკული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ტრენინგების და სხვადასხვა […]

საზოგადოების განვითარების ხარისხი სამოქალაქო ინიციატივების მიხედვით ფასდება. კარანტინის ყველაზე მკაცრსპერიოდში 40 ადამიანი უფასოდ ახალ პროფესიას დაეუფლა. ბუღალტერთა კავშირმა დონორების ჩართულობის გარეშე კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლო და გრძელვადიანი დახმარება გაუწია ექიმების, პოლიციელების და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე სპეციალისტების ოჯახებს. 29 მარტს საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა 40 ადამიანს დამწყები ბუღალტრის კვალიფიკაციის დამატასტურეებელ […]

28 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუღალტერთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვასლისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო და საწარმოო-ტექნიკური ონფორმაციის გაცვლას. ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტთა დასაქმებას.

ა(ა)იპ “ბუღალტერთა კავშირმა” 2 წლის მანძილზე შეძლო იმდენი, რაც ბევრი ორგანიზაციისთვის ათწლეულის ფარგლებშიც მიუღწეველია!  დაფუძნებიდან დღემდე, 3000-ზე მეტმა, მაღალ, საშუალო და დამწყებმა ბუღალტერმა სწორედ ჩვენი ხელშეწყობით გაიარა საკვალიფიკაციო კურსები .ჩვენ მოვიპოვეთ ACCA-ის სწავლების უფლება .“სოციალური პროექტის” ფარგლებში გადამზადდა 50 ადამიანი, ესენი იყვნენ, პანდემიის დროს პირველ ხაზზე მყოფი ექიმები, ექთნები, სამედიცინო […]

Ჩვენ უკვე 14 000-ზე მეტი ვართ! “ბუღალტერთა კავშირი” 2 წლის იუბილეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით აღნიშნავს! საიუბილეო დღეების ფარგლებში “ბუღალტერთა კავშირს”, აზერბაიჯანის, უკრაინის და ლატვიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება! წლის მანძილზე, კი ჩვენი უცხოელი კოლეგების ჩართულობით უზრუნველვყოფთ, ევროპის წამყვანი ქვეყნების ბუღალტერთა კავშირებთან და მძლავრ ცენტრებთან ინტეგრირებას, ურთიერთობის გაფართოებას, განვითარებას, ერთობლივი […]

WEEKSy არის ონლაინ პლატფორმა 23 მარტს შედგა შეხვედრა კომპანია FINA-ს წარმომადგენლებთან სადაც კომპანიამ ბუღალტერთა კავშირის წევრებს წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი. WEEKSy არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღრიცხოთ და მართოთ თანამშრომლების სამუშაო საათები, შეადგინოთ განრიგები და მარტივად განახორციელოთ ადამიანური რესურსის ადმინისტრირება.შექმნილია კომპანია FINA-ს მიერ

გაიმართა ღია შეხვედრა 17 მარტს ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის გაიმართა ღია შეხვედრა შრომის ინსპექციის კონსულტანტთან ! შეხვედრაზე განხილული იყო სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები . შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა .

სალაროს ნაშტის დაბეგვრა ბუღალტერთა კავშირი მუდამ ზრუნავს ბუღალტერთა და ფინანსისტთა განვითარებაზე! 5 მარტს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივით “აუდიტორის საათის” რუბრიკის ფარგლებში შედგა შეხვედრა სადაც განხილული იყო სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის საკითხები . ამ ტიპის შეხვედრები არის , უწყვეტი განათლების შესაძლებლობა რომელსაც თავის წევრებს ბუღალტერთა კავშირი უსასყიდლოდ სთავაზობს.

2021 წლიდან ამოქმედდა დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესები 29 თებერვალს “ბუღალტერთა კავშირის” წევრ ბუღალტერთა მოთხოვნით, გთავაზობთ სამდღიან ტრენინგს „დღგ-ს ახალი რეგულაციები“დღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი, მომსახურების გაწევის ადგილი დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი პირის რეგისტრაცია დღგ-გან გათავისუფლება დღგ-ის ჩათვლის ახალი წესები ტრენინგზე, […]

საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი GIFA დაარსდა საქართველოს „მეჭურჭლეთუხუცესის“ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1902 წელს სამხრეთ საქართველოში ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ბილინგვა გახდა GIFA-ს პირველი ლოგოტიპი და აქედან დაიწყება მისი ისტორიაც. ჩვენი ლოგოტიპის პირველწყაროს შემოქმედი ექვთიმე თაყაიშვილი ორგანიზაციას მაღალ თამასას დაუწესებდა: პროფესიონალიზმი, სანდოობა, სკულპულოზურობა, აღრიცხვიანობა და დაცულობა. მეორე მხრივ, კი GIFA ახალგაზრდა […]

სამუშაო ონლაინ შეხვედრა 13 თებერვალს ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს სამუშაო ონლაინ შეხვედრა, სადაც განიხილება როგორც დღგ-ს დეკლარაციის ახალი ფორმა და მისი შევსების წესი, ასევე ძირითადი ცვლილებები დღგ-ს კარში.

ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირსა და კომპანია ‘’სინერჯი სოლუშენს’’ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. სინერჯი სოლუშენსი არის 1C ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში შემოგთავაზებთ ერთობლივ ტრენინგ პროგრამას. მალე ბუღალტრებს გექნებათ შესაძლებლობა ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეისწავლოთ პროგრამა 1C პროფესიონალებისგან პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით.

ელექტრონული სერვისების მიმოხილვა 27 იანვარს გაიმართა შეხვედრა მთავარ ბუღალტრებთან სადაც ბუღალტერთა კავშირის წევრ მთავარ ბუღალტრებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების შესახებ ინფორმაცია გააცნო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კონსულტანტმა თათია ბერიანიძემ.

სამოტივაციო შეხვედრა “მე ვარ წარმატება “ამ სახელწოდებით შეხვედრა ჩატარდა დღეს “მთავარი ბუღალტერი 2021” – ტრენინგის მონაწილეებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ტრენინგის მონაწილებში მოტივაციის და ემოციური მდგომარეობის აღდგენას. შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი, პიარი და ბუღალტერთა კავშირის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი მაგდა კოტრიკაძე

,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაალ ტყეშელაშვილმასა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეზღუდვების ჩამონათვალი 2020 წ. 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის […]

ბუღალტრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გლობალური კვირეული ჩატარდა 16-20 ნოემბერს 2020 წელს ბუღალტერთა კავშირის წევრებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს ICB მიერ ორგანიზებულ ბუღალტრული აღრიცხვის გლობალურ კვირეულში . კვირეულის მსვლელობისას განსაკუთრებით აღენიშნა ის ფასდაუდებელი სამუშაო, რაც ბუღალტრებმა გაწიეს, რათა დახმარებოდნენ თავიანთ კლიენტებსა და დამსაქმებლებს Covid-19 პანდემიის დროს.

დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება. ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება- ეპიდემიის გავრცელების მეორე ტალღა. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები […]

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! ძვირფასო, კოლეგებო! ბუღალტერთა კავშირი გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს , ბუღალტრის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ დაითვალოთ არა მხოლოდ ციფრები, არამედ ცხოვრების ბედნიერი მომენტები, სიხარულისა, წარმატების დღეები და თბილი შეხვედრები. გისურვებთ ჯანმრთელობას, მოთმინებას, გამძლეობას დაუღალავ ძალას, ენთუზიაზმს, ნდობას, დაფასებას და პროფესიულ წარმატებებს!

საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები ჩამოყალიბდა სრულად ახალი რედაქციით.რეფორმის შედეგად ნარჩუნდება ყველა ის გამარტივებული პროცედურა, რომელიც აქამდე არსებობდა დღგ-თან დაკავშირებით. ასევე:ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების […]

უფასო ვებინარი ჩატარდა 30 ოქტომბერს ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის უფასო ვებინარი ჩატარდა . ვებინარზე განხილული იყო ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის შევსების წესი. ასევე ბუღალტერთა კავშირის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია კანონში შესული ცვლილებების შესახებ.

13 ოქტომბერს ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური -ს წარმომადგენლების შეხვედრა ბუღალტერთა კავშირის წევრებთან. შეხვედრაზე პრეზენტატორებმა ბუღალტერთა კავშირს პირველად წარუდგინეს აუდიტორული შემოწმების დოკუმენტის ახალი კრიტერიუმები. საგადასახადო შემოწმების დანიშვნის, მასშტაბის შეცვლის ან/და შეწყვეტის კრიტერიუმები გაგვაცნეს: ლაშა კობერიძემ – შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. დავით ივარდავამ – შემოსავლების სამსახური, აუდიტის […]

ძვირფასო მოლდაველი კოლეგებო, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის სახელით, გილოცავთ მოლდოვას რესპუბლიკის პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის 24 წლის იუბილეს.

ბუღალტერთა კავშირის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსური განყოფილების

დღეიდან ბუღალტერთა კავშირი და Kaizen Class Knowledge ფინანსური მართვის მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში ახალ თანამშრომლობას დაიწყებენ.

ბუღალტრები ვირუსთან ბრძოლაში პირველ ხაზში მომუშავე ადამიანებისთვის, საზოგადოების განვითარების ხარისხი სამოქალაქო ინიციატივების მიხედვით ფასდება. კარანტინის ყველაზე მკაცრ პერიოდში

ბუღალტერთა კავშირმა ლოგოს რებრენდინგი განახორციელა. რესთაილინგის კუთხით განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, დაიხვეწა ბუღალტერთა კავშირის ლოგო, იქმნება ორგანიზაციის ვიზუალური იდენტობის მთლიანი სისტემა,

2020 წ. 23 ივლისს ბუღალტერთა კავშირის წევრებისთვის, კიდევ ერთი უფასო ტრენინგი ჩატარდა. ბუღალტრებს საჭირო და აქტუალურ ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვის თემაზე

საგადასახადო ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მძიმე კრიზისის და თვითიზოლაციის პერიოდში ბუღალტრებს, აუდიტორების და ფინანსისტებს ისევე როგორც სხვა პროფესიის მქონე ადამიანებს პროფესიული საკითხების გარდა სხვა თანადგომა გვჭირდება,

დროის ამ მოკლე პერიოდში, ბუღალტერთა კავშირის მიერ არაერთი წარმატებული პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. ბუღალტრებმა მივიღეთ მონაწილეობა, როგორც სოციალურ აგრეთვე გასართობ და პროფესიულ ღონისძიებებში.

დასაქმების პორტალ ????-სა და ბუღალტერთა კავშირს შორის პირველი ონლაინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ბუღალტერთა კავშირთან მემორანდუმის მიზანია,

შეხვედრაზე ბატონმა ლევანმა დეტალურად ისაუბრა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე, ასევე დასაქმებულების 1200 ლარიან და თვითდასაქმებულების 300 ლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით. დასაქმებული პირები:დაანონსებულია, რომ ფართოვდება კომპენსაციის გასაცემ პირთა წრე. მუშავდება ახალი დებულება, სადაც ჩაიწერება, რომ დასაქმებულები რომლებსაც 2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ ხელფასი, მიიღებენ 1200 ლარიან კომპენსაციას. თუმცა ამ ინფორმაციას მოგაწვდით […]

ბუღალტრად მუშაობა Covid-19-ით გამოწვეული არაპროგნოზირებადი რეალობის დროს უფრო რთულია, ვიდრე ადრე.ჩვენ, ყოველდღე გვხდება რაღაც ახალი, ხშირად ისეთი რასთანაც შეხება არასდროს გვქონია, რომ არა ჩვენი სტრესის მიმართ წლების განმავლობაში გამომუშავებული მდგრადობა, პასუხისმგებლობა, კონცენტრაცია, მოთმინება, თვით კონტროლის უმაღლესი უნარი და დამსაქმებლის მიმართ ერთგულება, ძალიან გაგვიჭირდებოდა ახალ რეალობასთან და ხშირად გაუგებარი მოვალეობების შეთავსების შეგუება. […]

13 მაისს, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კანონმდებლობის შეფასებაში.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბერძნეთში არსებული საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკის სამართლის ცენტრის (CIEEL) დაკვეთით, ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კანონმდებლობის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროექტს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში არსებული გამოწვევების გამოსავლენად […]

2020წ. 6 მაისს, ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირი ფინანსურ დარგში დასაქმებული ადამიანების მსხვილ პროფესიულ გაერთიანებას წარმოადგენს.პანდემიით გართულებულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურად გვიწევს სამთავრობო რეგულაციების და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა.ბუღალტერთა კავშირის დირექტორის, ტატა ბერიძის თქმით, საგანგებო პირობებში მუშაობისას შეცდომების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ეფექტური და სწრაფი კომუნიკაცია .სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი კონფერენცია, სადაც ბუღალტერთა კავშირის წევრებს […]

ა(ა)იპ ” ბუღალტერთა კავშირი ” თანადგომას უცხადებს ვირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე ჩვენს საამაყო ექიმ-ინფექციონისტებს, რეანიმატოლოგებს , სასწრაფო დახმარების ექიმებს,სხვა სამედიცინო პერსონალს, მაშველებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.    ამიტომ მათ შვილებს, და-ძმას ან მეუღლეს, ვისაც სურვილი აქვს კარანტინის პირობებში სახლიდან გაუსვლელად შეისწავლოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება , ვთავაზობთ სრულიად უფასოდ, ბუღალტრული […]

ბუღალტერთა კავშირი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც Covid-19 განპირობებულ ახალ რეალობას ონლაინ ტრენინგებით უპასუხა და კრიზისით გამოწვეული სტაგნაციის პერიოდში ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლება შესთავზა. პანდემიით გამოწვეულ საკარანტინო პერიოდში ბუღალტერთა კავშირმა ათზე მეტი უფასო ონლაინ ტრენინგი ჩაატარა და ათობით ბუღალტერს მისცა უფასოდ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.  უკვე 12 მარტს გადავერთეთ online-პლატფორმაზე და […]

13 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბუღალტერთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო სახის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოების ორასამდე ბუღალტერი დაესწრო. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აღრიცხვა-ანგარიშგების რეფორმის მიზნებისა და მიმდინარეობის განხილვა, IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის […]

2020წ. 4 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოქმედ ბუღალტრებთან და ფინანსური დარგის სხვა სპეციალისტებთან ერთად დაესწრონ ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირის მიერ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარებულ ტრენინგებს. […]

ის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო და საწარმო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას. ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტთა დასაქმებას.

2020 წ. 2 თებერვალს, ქ.ბათუმში ჩატარდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობის პრაქტიკულ ტრენინგი. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში მომხდარი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბუღალტერთა კავშირის უფროსმა  ტრენერმა, ნინო ხატისაშვილიმა.

2020 წ. 12 იანვარს, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები საახალწლო წვეულებაზე შევიკრიბეთ.წითელ ხალიჩაზე ყველა სტუმარი განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. საღამოს დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ ბუღალტერია ხალხის მტერი აღარაა. იღბლიან ფორტუნებში გათამაშებულმა პრიზებმა სადღესასწაულო განწყობა უფრო მეტად აამაღლა. გემოვნებიანი მუსიკით, სახალისო თამაშებით და მხატვრული ელემენტებით გაჯერებულ საღამოს უძღვებოდა არაჩვეულებრივი წამყვანი იოანე ქართველი. საღამოს […]

ბუღალტერთა კავშირის წევრები დაესწრნენ ტრენინგს, სადაც დეტალურად იქნა განხილული ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, როგორც სტანდარტის, ასევე საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად. მონაწილეთა კითხვებს ეკა ცანავამ უპასუხა.

ბუღალტერთა კავშირის ერთგული წევრი მსმენელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “საშემოსავლო გადასახადი”ტრენერი: ამირან კილაძე

27 დეკემბერს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივით, სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი, შემოსავლების წყაროსთან დაბეგვრის თემაზე. ბუღალტერთა კავშირი მადლობას უხდის ტრენერს, ნინო ხატისაშვილს და კვლავ გეგმავს სტუდენტებისთვის შეხვედრების ორგანიზებას.

ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სისტემური თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნეს კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით. ურთიერთთანამშრომლობის შემოთავაზებული ფორმატი ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას და ერთობლივი ღონისძიებების გახორციელებას. მემორანდუმს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის […]

ბუღალტერთა კავშირის მასტერკლასების კვირეულის ფარგლებში 4 დეკემბერს ჩატარდა მოწვეული ტრენერის ლაშა კობერიძის მასტერკლასი, სადაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში თავისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა დღგ-ს დეკლარაციაში ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იყო სხვადასხვა პრაქტიკული ქეისები.  

9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსების პროგრამის სტუდენტთა სტაჟირება და პრაქტიკას ასოციაციაში, ასევე მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას საჯარო ლექციებისა და ტრენინგების მიმართულებით. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს ბუღალტერთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტატა ბერიძემ მოაწერეს […]

30 ნოემბერს 2019 წ. ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით, კიდევ ერთი მასტერკლასი ჩატარდა თემაზე: მარაგების აღრიცხვა,წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება,ინვენტარიზაციის არსი სრული ფასს და მსს ფასს მარაგებთანდაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები.მადლობა ტრენინგის თითოეულ მონაწილეს დასწრებისთვის. ვუსურვებთ მათ კარიერულ წინსვლაში წარმატებას.მასტერკლასი ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა, მიხეილ მუმლაძემ. მადლობა მას ბუღალტერთა კავშირის მხარდაჭერისთვის და ტრენინგის წარმატებით ჩატარებისთვის.  

On 09-12th of September, in Khulo municipality, ENPARD Khulo project organized training for winners of the first Rural Development (RD) grant competition. Training topics were ‘Finance Accounting and Reporting’. The main objective of the training was to increase the capacity of trainees in finance accounting and reporting. The trainings were conducted […]

11 ნოემბერს , ბუღალტერთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბუღალტრები არაფორმალურ გარემოში შევიკრიბეთ . მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნო იყო კოლეგებთან ურთიერთობა , საუბარი ჩვენი პროფესიის სირთულეებზე, მის საჭიროებაზე და ბუღალტრის მიერ გაზრდილ პროფესიულ მოთხოვნებზე. ძვირფასო კოლეგებო, ყველას გილოცავთ ბუღალტერიის საერთაშორისო დღეს !გისურვებთ მშვიდ, პოზიტიურ სამუშაო განწყობას და სიმტკიცეს ყველა ახალ წამოწყებაში.

11 ნოემბერს, ბუღალტერიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. „ბუღალტერთა კავშირის“ დამფუძნებელმა, დირექტორმა, ტრენერთა ტრენერმა და ამავე დროს, პრაქტიკული ბუღალტერიის სასწავლო ცენტრის დამფუძნებელმა ტატა ბერიძემ, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.   აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 6500-ზე მეტი ბუღალტერი და […]

ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მოწვეულნი იყვნენ ბუღალტერთა კავშირის წევრები, რომლებსაც აკადემიისა და ბუღალტერთა კავშირის დირექტორებთან ერთად, პროფესიული დღე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა კილაძემ მიულოცა. ღონისძიება ტრენერ გიორგი რაზმაძის მასტერკლასით გაგრძელდა თემაზე: „პრეზენტაციის ჩატარების პრინციპები“.

2019 წ. 11 ნოემბერს ბუღალტერთა კავშირს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან ა(ა)იპ “ბუღალტერთა კავშირის” წევრები აკადემიაში სასწავლო კურსის არჩევისას ისარგებლებენ სპეციალური 10 პროცენტიანი ფასდაკლებით .მემორანდუმს ხელი აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ მოაწერეს.

ბუღალტერთა კავშირი განსაკუთრებით ზრუნავს წევრებს შორის ტრენინგის შემდეგ კოლეგიალური, ურთიერთობების განვითარებაზე. ბუღალტერიის წარმოება რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედ ბუღალტრებს უწყვეტი, მეგობრული კავშირი ქონდეთ კოლეგებთან , ფინანსური დარგის ექსპერტებთან და ტრენერებთან. ასევე მნიშვენელოვანია ისეთ ამუშაო სივრცეში ყოფნა სადაც ბუღალტრებს სიახლეებთან წვდომა და ინფორმაციის გაცვლის სწრაფი შესაძლებლობა აქვთ. სწორედ ამ მიზნებს […]

“ბუღალტერთა კავშირმა” მონაწილეობა მიიღო ევროპის და ევრაზიის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფორუმში, რომელიც 10-12 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა . ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროფესიონალი ფინანსური მენეჯერების ასოციაცია (APFM / ICFM & ICB აზერბაიჯანი),ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის თემა – “ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი: თანამედროვე ცვლილებები”. ფორუმის მთავარი მიზანი იყო პროფესიონალური დისკუსიების გამართვა გლობალიზებული მსოფლიო […]

მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილიშეაქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებას და ანგარიშგების მომზადებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის. ხარისხიანად მომზადებულ ანგარიშგებას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს მეწარმეს ყველა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებაში .ბუღალტერთა კავშირის მიერ რეგიონში ჩატარებული ტრენინგები ფინანსური […]

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება აწარმოოს მსს ფასს (IFRS for SMEs) სტანდარტის მიხედვით. იმისათვის, რომ ბუღალტრებისთვის შეგვემსუბუქებინა საქმე და მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ანგარიშგებების მომზადება, ბუღალტერთა კავშირის მიერ ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-3 კატეგორიის საწარმოებში მომუშავე ბუღალტრებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან გავლილი ტრენინგის შედეგად ბუღალტრებს […]

 იყო ბუღალტერი ნიშნავს ყველაზე დატვირთულ სამუშაო პერიოდშიც იზიარებდე სოციალურ პასუხისმგებლობას, ასწრებდე შეასრულო ყველა ვალდებულება, შემოსავლების სამსახურის, მეწარმის, ქვეყნის და პლანეტის წინაშეც. 2019წ. 21 სექტემბერი მსოფლიოს დასუფთავების დღეა. საქართველოც უერთდება ამ აქციას, სახელწოდებით ერთად დავასუფთაოთ საქართველო! ბუღალტერთა კავშირი შეუერთდა ინიციატივას და შეიტანა თავისი წვლილი გარემოზე ზრუნვაში.სხვა მონაწილეებთან ერთად რუსთავის გზატკეცილზე შევაგროვეთ […]

2019 წ. 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით კავშირის წევრი ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის ჩატარდა შეხვედრა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს აუდიტორებთან, სადაც განხილული იქნა საგადასახადო კოდექსში შესული ახალი ცვლილებები. ასევე შეხვედრის მსვლელობისას განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები,რომელსაც ადგილი აქვს დღგ-ის დეკლარირების დროს. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ […]

ტრენინგი არის კავშირების შექმნა, რომლის დროსაც ჩვენ ახალ ცოდნას ვუკავშირებთ იმას, რაც ადრე გვქონდა გააზრებული და გაგებული. ჯგუფური მუშაობა, სტიმულაცია, გონებრივი შტურმი, კითხვა-პასუხი, მოკლე პრეზენტაციები ,წინასწარ შემუშავებული ტრენინგის გეგმა, მოწვეული ტრენერების პროფესიონალიზმი, ორმხრივი მოტივაცია ტრენერსა და მონაწილეს შორის , ყველა ეს ფაქტორი ქმნის იმ განსხვავებულ გარემოს და სწავლის მაღალ შედეგებს […]

8 აგვისტოს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში,ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით კავშირის წევრი ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “ მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების ციფრული ფორმების მიმოხილვა და ფორმირება პრაქტიკული სავარჯიშოს საფუძველზე MS Excel-ში “. ტრენინგს უძღვებოდა საწარმოთა აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი, ტრენერი – ბატონი ლაშა ღვინიანიძე.

ჩემი ისტორია ალბათ ბევრი თქვენგანისას ჰგავს. დავიბადე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სოხუმში. ოჯახის გადაწყვეტილებით, ომის შემდგომი ურთულესი პერიოდი გავატარე რუსეთში. საქართველოსადმი ძლიერმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა განათლება მიმეღო ქართულ ენაზე.სკოლის დამთავრების შემდგომ დავბრუნდი საქართველოში. 20 წლის ასაკში დავამთავრე საბუღალტრო კურსები. სამწუხაროდ მალევე ჩემს ოჯახში დატრიალდა ტრაგედია, დავკარგე მშობლები და დავრჩი მარტო საკუთარი თავის […]

ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციის შედეგებზე ახდენს გუნდი და გუნდს შორის ურთიერთობები. ჩვენი გუნდის ეფექტიანობაზე ბუღალტერთა კავშირის სწრაფი ზრდა მეტყველებს. რთულია გააუმჯობესო ის, რაც ცხადად კარგია. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება გუნდის ან საორგანიზაციო სამუშაოს მხარეებზე, ამიტომ ვნერგავთ დამოუკიდებელ და პროფესიონალურ შეფასების ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია მოგვცეს სათანადო […]

2019 წლის ივლისს, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით ტრენინგების კვირეული ჩატარდა. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარიშეხედულება ტრენინგების შინაარსზე და მის მიმდინარეობაზე.

2019 წ. 28 ივლისს “ბუღალტერთა კავშირის ” ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი მსს “ფასს” სტანდარტში , ტრენინგის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა პრაქტიკულ ნიუანსებზე . “ბუღალტერთა კავშირის” წევრებს მე -3 კატეგორიის სტანდარტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა “Nexia-TA”. ტრენერი ნინო სამყურაშვილმა.

2019 წ. 27 ივლისს ჩატარდა საინფორმაციო სახის შეხვედრა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საგადასახადო კოდექსში შესული ახალი ცვლილებები – 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

2018 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტის ფარგლებში, გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა თემაზე:  “გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება IV კატეგორიის საწარმოებისთვის  ფინანსებზე მარტივი წვდომისთვის“.

2019 წ. 11 ნოემბერს, ბუღალტერიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ტატიანა ბერიძემ და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ახალაიამ, კსუ-ის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს „ბუღალტერთა კავშირის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.

  დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. მომხდარის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ოჯახი .

2019 წლის12 ივნისს,ბუღალტერთა კავშირს და ტრენერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა!

2019წ. 1 აპრილს ბუღალტრული აღრიცხვის პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მივიღეთ აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის მე – 8 საჯარო სკოლის გამწვანების აქციაში, “დარგე შენი კლასის ხე, დარგე მომავალი”!

2019წ. 13 ივლისს “ბუღალტერთა კავშირის” ინიციატივით, ბუღალტრები შევუერთდით სისხლის უანგარო დონაციის აქციას. აქციაში მონაწილე ყევლა დონორს, უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები:

2019წ. 25 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მინი სტადიონზე, სტარტი აიღო ტურნირმა პროფესიული განვითარების კავშირის თასზე. შესვენებაზე გაიმართა გათამაშება პატარებისათვის.გამარჯვებული პატარები მონაწილეებისაგან საჩუქრად მიიღეს საფეხბურთო ბურთები და ფაზლები რომლებიც პატარებს გადასცა ტურნირის სპონსორმა კომპანია კომპანია სქაი თიმი .  სქაი თიმი / SKYE Team მადლობას უხდის ბუღალტერთა კავშირს და განსაკუთრებით ქალბატონ Tata Beridze, […]

2019წ. 17 აპრილს ბუღალტერთა კავშირმა მონაწილეობა მიიღო სეუ-ს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. გვიხარია რომ სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მოგვეცა.

  2019 წ. 25 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მინი სტადიონზე, სტარტი აიღო ტურნირმა პროფესიული განვითარების კავშირის თასზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: “ბუღალტერთა კავშირის”, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და “ხეჩინაშვილის” კლინიკის მედიკოსთა გუნდები. ტურნირის გამარჯვებული გახდა “ბუღალტერთა კავშირის” გუნდი . გილოცავთ გამარჯვებას !ბუღალტრების სახელით, “ბუღალტერთა კავშირის ” საფეხბურთო გუნდის ყველა წევრს მადლობას გიხდით შესანიშნავი […]

14 აპრილს ბუღალტერთა კავშირმა ჩაატარა გამწვანების აქცია რომელშიც ბუღალტრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა.ბუღალტერთა კავშირის სახელით მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს ვინც ამ წამოწყების გარშემოგაერთიანდით.სამომავლოდ ბევრ საინტერესოაქტივობასა და სამუშაოშეხვედრებს გპირდებით.

On 09-12th of September, in Khulo municipality, ENPARD Khulo project organized training for winners of the first Rural Development (RD) grant competition. Training topics were ‘Finance Accounting and Reporting’. The main objective of the training was to increase the capacity of trainees in finance accounting and reporting. The trainings were conducted […]

13 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბუღალტერთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო სახის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოების ორასამდე ბუღალტერი დაესწრო.

2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბათუმში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო ზომისა და IV კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის შესახებ. აღნიშნული შეხვედრის მიზანია მე-IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ახალი სტანდარტის (GFRS)  დანერგვის ხელშეწყობა და განვითარება რეგიონებში.

2018 წლის 22 ნოემბერს, ქ. თელავში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გამართა სამუშაო შეხვედრა IV კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი გამარტივებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისა და მისი დანერგვის ხელშეწყობის პროექტის შესახებ. გამართული შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა მცირე და საშუალო ზომისა  და IV კატეგორიის საწარმოებისთვის

2018 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტის ფარგლებში, გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა თემაზე:  “გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება IV კატეგორიის საწარმოებისთვის  ფინანსებზე მარტივი წვდომისთვის“.

2018 წლის 6-7, 13-15 დეკემბერს,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) – მხარდაჭერით, ჩატარდა ქართულენოვან ტრენერთა გადამზადება.

2019 წ. 6 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი აუდიტორებისთვის.

28 ივლისი 2019 წ. საპენსიო სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს. რეფორმის შესახებ საინფორმაციო სახის პრეზენტაცია სასტუმრო იოტაში ა(ა)იპ “ბუღალტერთა კავშირის” წევრებისთვის გაიმართა.

2019 წ. 21 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა ავტორიზებული კოლეჯების ბუღალტრული აღრიცხვის ლექტორებთან, ადმინისტრაციების წარმომომადგენლებთან და ცენტრის პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელობასთან.

ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ კონფერენციის მთავარი მიზანია, მსოფლიოში არსებული კრიზისული პერიოდით გამოწვეული სირთულეების წარმოჩენა კრიზისის მართვის გამოცდილების გაზიარება და გადაჭრის გზების დასახვა გლობალურ დონეზე. ონლაინ კონფერენცია საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ ფინანსურ სექტორში მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ბუღალტრული და აუდიტორული ორგანიზაციების გამოცდილებას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების IFAC, ACCA, ICFM, [...]
Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed