Mutual Funds

Home   /   Mutual Funds

შეგახსენებთ რომ საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე საავანსოს უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 15 ივნისისა.
ასევე გაითვალისწინეთ რომ 309. 115 მუხლის ქონების გადასახადისაგან თავისუფლდებიან
ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
გ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
ასევე შენიშვნა : ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება გამოიყენება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed