მსს ფასს სტანდარტების ტრენერთა ტრენინგი

Home   /   მსს ფასს სტანდარტების ტრენერთა ტრენინგი

აღნიშნულ აქტივობას „მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის საწამოებისთვის განკუთვნილი მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2018 წლის 8-12 ოქტომბერს ინგლისურენოვანი ტრენერთა სწავლების შედეგად გადამზადებული ტრენერები გაუძღვნენ.

ამ აქტივობით, პროგრამის ფარგლებში ტნერერთა სწავლება დასრულდა. შედეგად, სულ გადამზადდა 88 ტრენერი, მათ შორის 14 – სხვადასხვა რეგიონიდან. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 

2019 წლიდან დაიწყება საბოლოო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი  სწავლების პროგრამა. პროგრამის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს დონორმა ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 

პარალელურად, მიმდინარეობს მსს ფასს სტანდარტების სასწავლო მასალების თარგმნა და ქართულ რეალობაზე მორგება. აღნიშნული მასალები განთავსდება სამსახურის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed