თელავში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო ზომისა და IV კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის თაობაზე

Home   /   თელავში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო ზომისა და IV კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის თაობაზე

განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ახალი სტანდარტის (GFRS) დანერგვის ხელშეწყობა და განვითარება რეგიონებში.

შეხვედრის ფარგლებში, მოხდა სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს – „IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის და თვითსწვალების მასალები“ – პრეზენტაცია. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ სამსახურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები,  როგორიცაა  გამარტივებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი და თვითსწავლების დოკუმენტი, ანგარიშგების წარდგენის წესი. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „IV კატეგორიის საწარმოების, მათ შორის ქალის საკუთრებაში არსებული საწარმოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“.

ქ. თელავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed