2019 წ. 11 ნოემბერს ბუღალტერთა კავშირს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან ა(ა)იპ “ბუღალტერთა კავშირის” წევრები აკადემიაში სასწავლო კურსის არჩევისას ისარგებლებენ სპეციალური 10 პროცენტიანი ფასდაკლებით .მემორანდუმს ხელი აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა დირექტორმა ტატა ბერიძემ მოაწერეს.
