11 ნოემბერს , ბუღალტერთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბუღალტრები არაფორმალურ გარემოში შევიკრიბეთ . მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნო იყო კოლეგებთან ურთიერთობა , საუბარი ჩვენი პროფესიის სირთულეებზე, მის საჭიროებაზე და ბუღალტრის მიერ გაზრდილ პროფესიულ მოთხოვნებზე. ძვირფასო კოლეგებო, ყველას გილოცავთ ბუღალტერიის საერთაშორისო დღეს !
გისურვებთ მშვიდ, პოზიტიურ სამუშაო განწყობას და სიმტკიცეს ყველა ახალ წამოწყებაში.
