„დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისს N19593 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით, მეთოდურ მითითებას დაემატა დანართი N8- “მომსახურების გაწევა”, ასევე დაემატა მაგალითები დანართებს: N3 „ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“ და N6 „მომსახურების გაწევის ადგილი”.მიმდინარე მდგომარეობით მეთოდური მითითება არეგულირებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:დანართი N1 – „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება”;დანართი N2 – „ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“;დანართი N3 – „ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“;დანართ N4 – „დასაბეგრი პირები“; დანართი N5 – „დღგ-ის ჩათვლა“;დანართი N6-„მომსახურების გაწევის ადგილი”;დანართი N7-„სპეციალური სქემები“დანართი N 8-„მომსახურების გაწევა„
