ოფის მენეჯერი-
კომპანია გუნდის ახალ წევრს ეძებს. თუ ხარ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და პოზიტიური, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საკანცელარიო-ადმინისტრაციული პროცესის ოპერატიული დაგეგმვა და მართვა: კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება (მოძებნა, შეკვეთა, დასაწყობება, განაწილება და ა.შ.);
- გასული და შემოსული წერილების კონტროლი (ნუმერაციის მინიჭება, აღრიცხვა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, და ა.შ.);
- კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა – დახვედრა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის თარგმანით უზრუნველყოფა;
- საჭიროებისამებრ თანხების მოთხოვნა და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
- სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
- დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
- დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, მისი საქმიანობის ასისტირება კომპეტენციის ფარგლებში
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
- ორგანიზებულობა.