2019 წლის 29 მარტს ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ
ქ. თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის N 8 საჯარო სკოლაში ,
სადაც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პროექტში „დარგე შენი კლასის ხე „ .
პროექტი მიზნად ისახავდა გარემოზე ზრუნვის უნარების ჩამოყალიბებას და სკოლის ასაკიდანვე საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროების შესახებ ცნობადობის ამაღლებას .
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად დავრგეთ ლავანდის და როზმარინის ბუჩქები და სხვადასხვა ხეხილის ნერგი .
აღსანიშნავია რომ სამუშაო პროცესში სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ ბუღალტრის პროფესიით, გვისვამდნენ კითხვებს ბიზნესის წამოწყების მექანიზმებზე , გადასახადების გადახდის საჭიროებაზე და კარგად აცნობიერებდნენ მცირე ბიზნესის განვითარების საჭიროებას . ზოგი მათგანი თავიანთ მომავალ საქმიანობას უკავშირებდა საკუთარი ბიზნესის შექმნას .